Wednesday, July 9, 2014

პროექტი(წრეწირი)

1.პროექტის სახელწოდება : ერთი ოთახის გასარემონტებლად საჭირო შპალერის რაოდენობის გამოთვლა
2.პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლე ატარებს გაზომვებს,ირჩევს შესაფერის საზომ ერთეულს, გამოითვლის კედლების ფართობს,მოიძიებს ინფორმაციას  და მოპოვებული მონაცემებით  იღებს გადაწყვეტილებას  რამდენი რულონი შპალერი იყიდოს
3.პროექტის აქტუალურობა:მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარს

4.პროექტის მიზნები: ისწავლოს ფიგურების ფართობის გამოთვლა.გამოიყენოს იგი ცხოვრებაში
5.   მონაწილეთა ასაკი  12 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი პროდუქტები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ვიყიდეთ შპალერი ,გავარემონტეთ ოთახი
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო,ინტერნეტი,საზომი ხელსაწყო
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ავირჩიოთ საზომი ერთეული,გაზომოს ოთახის სიგრძე,სიგანე,სიმაღლე.ფანჯრების სიგრძე ,სიგანე.გამოთვალოს შპალერით დასაფარი ზედაპირის ფართობი.მოიპოვოს ინფორმაცია შპალერის რულონების ზომების შესახებ ,გამოითვალოს საჭირო რულონების რაოდენობა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :ადგენს ფიგურებსა და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებებს,ითვლის ბრტყელი ფიგურის ფართობს და იყენებს მას პრობლემების გადაჭრისას
11.პროექტის ხელმძღვანელი ინგა გელბახიანი

12.ხელმძღვანელის ელ. ფოსტა ingagelbaxiani@gmail.com

No comments:

Post a Comment